ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 June 2016
ინოვაციების და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტში

საქართველოს უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი საქართველოში - IHUB Tbilisi  გაიხსნა.  ცენტრი აერთიანებს თანამედროვე პლატფორმასა და ქოვორქინგს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესის განვითარებასა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით ინტეგრაციას.

ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინონ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რესურსები.  ცენტრის მიზანია განავითაროს საქართველოს ინოვაციური მეწარმეობის ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს კონკურენტიანი პროექტების შექმნას მსოფლიო მასშტაბით.

IHUB Tbilis - ის რეზიდენტები იღებენ პროდუქტის ჩაშვებისთვის საჭირო მხარდაჭერას, მენტორის ინდივიდუალურ კონსულტაციას, სასწავლო, ბიზნეს განათლებასა და Networking-ს.  გარდა ამისა მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაამყარონ კომუნიკაცია  სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან.

აღსანიშნავია, რომ IHUB - ი შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია Seed Forum Foundation-ის ინიციატივით 2012 წელს.  პროექტი ამუშავდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი